თუ ეძებთ ადგილს საგურამოში, სადაც იქნება სრული სიწყნარე, საოცარი ხედები და სუფთა ჰაერი, ნახეთ ეს სახლი. მდებარეობს სევსამორასთან ახლოს, ახალ, პრესტიჟულ დასახლებაში, სადაც ირგვლივ მხოლოდ ახალი აშენებული ვილებია.
სახლი არის ორსართულიანი, შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც გაძლევთ შანსს შიდა დაგეგმარება და რემონტი მთლიანად თქვენს გემოვნებაზე მოაწყოთ. აშენებულია ძალიან მაღალი ხარისხის მასალებით.
მთავარი პარამეტრები და პლუსები:
საცხოვრებელი ფართი: 270 კვ.მ.
ეზო: 446 კვ.მ – ეზო უკვე მოწესრიგებულია, დარგულია დეკორატიული მცენარეები და დაყენებულია ჭიშკარი.
ვერანდა სახურავზე: სახლს აქვს ბრტყელი გადახურვა, სადაც გათვალისწინებულია დიდი ვერანდა (170 კვ.მ). ასევე, სახურავზევე გაკეთდება პატარა ოთახი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საზაფხულო სამზარეულოდ ან ბარისთვის – იდეალური სივრცეა მეგობრების მისაღებად და ხედებით ტკბობისთვის.
სარდაფი: აქვს 30 კვ.მ სარდაფი, რომელიც შეგიძლიათ მშვენიერ მარნად აქციოთ.
კომუნიკაციები: გაზი და წყალი პირდაპირ ჭიშკართანაა, შეყვანა პრობლემას არ წარმოადგენს.
სახლი ნამდვილად კაპიტალური და გულმოდგინედ ნაშენებია.
ფასი არის 177,000$
დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით.
ტელ: 598373623