იყიდება ბინა საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე, ფილიგრინის დასრულებულ კომპლექსში, ექსკლუზიურ, 80 ბინიან საცხოვრებელ სახლში . კორპუსში ხალხი შესახლებულია. სახლი არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით. სახლის გარე და შიდა კედლები აშენებულია ენერგოეფექტური YTONG-ის ბლოკით. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს და უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას. სახლში დაყენებული ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარაც ენერგოეფექტურია.