იყიდება ახალგარემონტებული ბინა ისტორიულ შენობაში. ბინა მდებარეობს მეორე სართულზე და მისი ფართობია 91 კვ.მ., 3 ოთახიანი, 2 საძინებლით და 1.5 სველი წერტილით. სრულად აღჭურვილი ავეჯით, ტექსტილით, ჭურჭელითა და ტექნიკით. ბინაში ძველებური სტილის დარაბები და 4 მეტრიანი მოხატული ჭერია, რომელიც ახლად რესტავრირებულია. თვითონ შენობა ისტორიულია, ასევე რესტავრირებულია და კონსტრუქციულად ძალიან მყარი ნაგებობაა (არსებობს დამადასტურებული დოკუმენტაციები, კონსტრუქციული დასკვნა, და ხუროთმოძღვრული ისტორიული კვლევა, გაცემული ავტორიზებული სამსახურების მიერ).