ვარკეთილის მეტროდან 10 წუთის სავალზე, 2 იზოლირებული საძინებელი, მყუდრო მისაღები და აივანი, საიდანაც თბილისის ულამაზესი პანორამა იშლება.
ბინა არის სრულად უზრუნველყოფილი ავეჯითა და ტექნიკით. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა და კონდიციონერი.
ბინა განთავსებულია 15-სართულიანი ახალ აშენებული კორპუსის ბოლო სართულზე, საიდანაც მთელ ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება. კორპუსში ლიფტი ადის 14-ე სართულამდე, ხოლო ბოლო სართულზე ასასვლელად გამოიყენება კიბე. შენობის საერთო სივრცე არის სუფთა და უსაფრთხო, სადარბაზოს კარი იკეტება კოდით.