ქირავდება თანამედროვე 42 მ2 კეთილმოწყობილი ბინა კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“.
ბინა მდებარეობს მე-7-ე სართულზე, არის ნათელი და მყუდრო, აქვს სტუდიოს ტიპის სამზარეულო, იზოლირებული საძინებელი, სააბაზანო და დიდი აივანი.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით:
• პლაზმური ტელევიზორი
• ცენტრალური გათბობის ქვაბი
• კონდიციონერი
• სარეცხი მანქანა
• ჭურჭლის სარეცხი მანქანა
• ღუმელი
• გაზქურა
• მაცივარი
კომპლექსი მდებარეობს მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ 5 წუთს სავალზე, ლამაზად გამწვანებულია და აქვს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, ყავს 24 საათიანი დაცვა.
მიმდებარედ არის ბევრი კაფე, მაღაზიები და დიდი სუპერმარკეტი.