იყიდება 116 მ² ფართობის 4-ოთახიანი ბინა საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მახლობლად, ბოლო (მე-18) სართულზე. პრესტიჟული ლოკაცია, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და კარგი ხედებით.
ბინა შესრულებულია მაღალი ხარისხის, თანამედროვე რემონტით: სამი საძინებელი, ნათელი მისაღები, აღჭურვილი სამზარეულო მაღალგლანცური ავეჯითა და ტექნიკით, მარმარილოს იმიტაციის იატაკი და დიზაინერული განათება. ბინა სრულად მოწყობილია და მზადაა საცხოვრებლად.
შესანიშნავი არჩევანია კომფორტული საცხოვრებლისა თუ ინვესტიციისთვის თბილისის ერთ-ერთ მოთხოვნად უბანში. 1 მ²-ის ფასი დაახლოებით 1595 $. დამატებითი ინფორმაციისა და დათვალიერებისთვის დაგვიკავშირდით.