🪄იყიდება ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სახლი დიპლომატიურ უბანში, კრწანისის ქუჩაზე📍
🌳1465კვ.მ. მიწის ფართზე განლაგებულია ორი სახლი
🏡დიდი სახლის ფართია 550კვ.მ, ხოლო პატარა სახლის ფართი 150კვ.მ.
🖊️დიდ სახლში არის 7 ოთახი და 6 სველი წერტილი, ასევე შესაძლებელია მე-8 ოთახის დამატება, დიდი მისაღები ოთახი ბუხრით, 2 საძინებელი არის საკუთარი სველი წერტილით. სახლში არის მოქმედი საუნა და აუზი, ასევე არის სავარჯიშო სივრცე, სადაც შეიძლება დახურული პარკინგის მოწყობა 2 ავტომობილზე. ყველა ოთახიდან იშლება ულამაზესი ხედი.
🖊️პატარა სახლში არის 3 ოთახი, აქაც არის დიდი მისაღები ოთახი ბუხრით, 2 სველი წერტილი და სამზარეულო. მესამე სართულზე ვერანდა 90კვ.მ
სახლს ამშვენებს დიდი ტერასები და აივნები, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქზე და ტყეზე🌳 მიწის სტატუსი არასასოფლო-სამეურნეო.
🅿️ პარკინგი 10მანქანაზე გათვლილი.
📍მდებარეობს ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, გოლფ კლუბ Tbilisi Hills-თან 7 წუთის და რუსთაველიდან 15 წუთის სავალზე მანქანით.
სახლი გაქირავებულია ხელშეკრულებით 1 წლის ვადით, საუკეთესო ვარიანტია როგორც საცხოვრებლად ისე საინვესტიციოდ. კერძოდ იდეალურია სასტუმროსთვის, საოფისედ და ა.შ.