ქირავდება 3 ოთახიანი მყუდრო და სრულად აღჭურვილი ბინა საბურთალოზე
ბინა არის 70 კვ.მ, მდებარეობს მე-5 სართულზე. აქვს 2 დამოუკიდებელი საძინებელი, რომელთაგან ერთს დამატებით აქვს საკუთარი საგარდერობე სივრცე. ასევე დაგხვდებათ დიდი და ნათელი მისაღები, სასადილო ზონა, ღია ტიპის მოდერნული სამზარეულო და ერთიანი აბაზანა-ტუალეტი.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და კომფორტისთვის აუცილებელი პირობებით: ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, ტელევიზორი და სხვა ტექნიკა — მზად არის საცხოვრებლად
აქვს მყუდრო და მშვიდი ეზო, სადაც განთავსებულია სტადიონი და გასართობი სივრცე. ადგილმდებარეობა არის ძალიან მოსახერხებელი, ფეხით 5წთ-ის სავალზე არის მეტრო სამედიცინო, ავტობუსის გაჩერება და ყოველდღიური საჭიროების ობიექტები: აგროჰაბი, ნიკორა, სპარი, ორი ნაბიჯი, სუფთა სახლი...
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კორპუსში ლიფტი არ არის.
ბინა ქირავდება გრძელვადიანი პერიოდით (6/12 თვე)
პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით.
შინაური ცხოველები: არ დაიშვება
ვარ ბინის მეპატრონე, გთხოვთ, არ დააკოპიროთ განცხადება