ახალი აშენებული და სრულად გარემონტებული მწვანეში ჩაფლული კერძო სახლი მახათას აღმართზე, ივერთუბნის მიმდებარედ, ახალ უბანში. დიდ მისაღები, ესპანური ბუხრით, დიდ ვიტრაჟებით და ქალაქზე ხედით. სამი საძინებელი, ერთი - მასტერ ბედრუმი. ორ-ოთახიანი სარდაფი, სველი წერტილით და სათავსოებით. ულამაზესი ეზო გამწვანებულია მთელი წლის განმავლობაში ბზებით, მრავალწლოვანი ნაძვებით, ზეთისხილებითა და სხვა ეგზოტიკური მცენარეებით.