იყიდება 85 მ² ახალი აშენებული ბინა თბილისში, ცენტრალურ საბურთალოზე, სულხან ცინცაძის ქუჩა #12-ში. ეს არის იდეალური შესაძლებლობა შეიძინოთ ბინა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში.
ბინა მდებარეობს საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც ცნობილია თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურით და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ფეხით სავალ მანძილზეა სავაჭრო ცენტრები, კაფე-რესტორნები, სკოლები, ბაღები და რეკრეაციული ზონები, რაც უზრუნველყოფს ქალაქის ცხოვრების ყველა უპირატესობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მეტრო პელიტექნიკური 100 მეტრში, რაც ქალაქის ნებისმიერ წერტილთან მარტივ და სწრაფ წვდომას გპირდებათ.
ბინა გამოირჩევა გააზრებული და პრაქტიკული გეგმარებით. ის მოიცავს ნათელ და ფართო მისაღებ ოთახს, 2 იზოლირებულ საძინებელს, 2 სველ წერტილს, ცალკე, იზოლირებულ სამზარეულოს, ასევე სათავსო სივრცესა და აივანს. საიდანაც ქალაქის ხედები იშლება. ბინა ახალი გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა. კომპლექსში დამონტაჟებულია Thyssen Krupp-ისა და Kleemann-ის ლიფტები, Rehau-ს კარ-ფანჯარა , Comisa-ს და Valsir-ის მილები.
კომპლექსს ემსახურება 24 საათი კონსიერჟი, ასევე უზრუნველყოფილია დაცვა, საერთო სივრცეების განათება, ლიფტის მომსახურებას;
შენობის სისტემების მართვა; ტექნიკური მოვლა-პატრონობა;
შენობა არის ახალი აშენებული, აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ეს ბინა წარმოადგენს შესანიშნავ არჩევანს როგორც ოჯახისთვის, ასევე საინვესტიციოდ, მაღალი ქირის პოტენციალით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.