ნაკვეთის ადგილმდებარეობა:
მდებარეობს ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც დაგხვდებათ სუფთა ჰაერი, ტყე და პანორამული ხედები 360 გრადუსით.
თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე, კიკეთში თბილისის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან მიდის ცენტრალური გზა: ვაკე/საბურთალო, მთაწმინდა/სოლოლაკი და ორთაჭალა/კრწანისი.
მისასვლელი გზა და ინფრასტრუქტურა:
დასრულებული, ასფალტიანი, ცენტრალური და შიდა გზები, უზრუნველყოფენ ნაკვეთის ქალაქსა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობას.
ნაკვეთი კიკეთის ცენტრშია და მისასვლელი აქვს დიდების ქუჩიდან. ეს კიკეთის ცენტრალური ქუჩაა, სადაც მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უამინდობის დროს მუდმივად იწმინდება.
ყველაფერი ახლოსაა და რამდენიმე წუთის სავალზე დაგხვდებათ მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და სხვა.
ნაკვეთის შესახებ:
ეს არის მომგებიანი ინვესტიცია უძრავი ქონებაში, რომელიც მუდმივად
ძვირდება. ნაკვეთის ირგვლივ განაშენიანება თითქმის დასრულებულია, საოჯახო აგარაკები და კოტეჯები ქმნიან მყუდრო გარემოს. ახალი მშენებლობისთვის თავისუფალი ნაკვეთების რაოდენობა კი შეზღუდულია.
ნაკვეთი იდეალურია, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სააგარაკე სახლის, ასევე პრემიალური სეგმენტის ვილის ან კოტეჯების ასაშენებლად.
ნაკვეთი არის სამხრეთის მხარეს მიმართული, მზიანი და 360 გრადუსით გაშლილი ხედებით. ნაკვეთიდან 50 მეტრში არის ტყე.
მშენებლობა და კომუნიკაციები:
ნაკვეთის სტატუსი არის "საცხოვრებელი ზონა 1".
მერიის მიერ დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ე.წ. "გაპ"-ი), ანუ მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო პირველი რიგის დოკუმენტი.
ადგილზე დაგხვდებათ დამონტაჟებული დენისა და წყლის მრიცხველები. გაზის მილი მიყვანილია ნაკვეთამდე. ხელმისაწვმდომია მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია.
ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული და გარე განათებით უზრუნველყოფილი გზა.
დიდი მიწის ნაკვეთით დაინტერესების შემთხვევაში, შემიძლია შემოგთავაზოთ დამატებით მომიჯნავე 2066 მ2 მიწის ნაკვეთი.