სახლი აშენებულია 2025 წლის იანვარში. სახლში რჩება ავეჯი და ტექნიკა (თითქმის ყველაფერი, მაცივრით დაწყებული და ბალახის სათიბით დამთავრებული). სახლში შეყვანილია გაზი და ელექტროენერგია. მოწყობილია საკანალიზაციო ჭა (არა კუსტარული, არამედ მაღალხარისხიანი ფილტრაციის სისტემა). დასახლებაში არ არის ცენტრალური წყლის სისტემა (მოწყობილია ბაკი (1500ლ), წყალი შეყვანილია სახლში, ბაკამდე წყლის დაერთებაზე შესაძლებელია მეზობლებთან მოლაპარაკება). ამ სახლში ვაპირებდი ცხოვრებას, შესაბამისად ყველაფერი ჩემს გემოზე მაქვს მოწყობილი და არაფერზე ეკონომია არ გამიკეთებია.
სახლი მდებარეობს ძალიან მშვიდ ადგილას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის ცენტრალურ უბნებამდე 20 წუთის სავალ გზაზე, შესაბამისად შესაძლებელია როგორც ცხოვრება, ასევე სააგარაკედ გამოყენება. ფეხით სავალ მანძილზეა სკოლა, მაღაზიები, ავტობუსის გაჩერება.
ცენტრალური გზიდან გადასახვევი მდებარეობს რუსთავის გზატკეცილზე, სადაც ახალი მასშტაბური მშენებლობები იგეგმება და, შესაბამისად, სახლისა და მიწის ფასი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.