ლისის ტბის სიახლოვეს, ფერმწერთა ქუჩაზე, იყიდება ახალაშენებული 2 ოთახიანი ბინა, 60.4 მ², მე-4 სართულზე 5-სართულიანი თანამედროვე კორპუსიდან. ცენტრალური გათბობა, ლიფტი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, საპარკინგე ადგილები.
ბინა თანამედროვე დიზაინისაა, ნათელი და მყუდრო. მოიცავს ერთ ფართო სტუდიური ტიპის მისაღებ ოთახს სამზარეულოსთან ერთად, ერთ იზოლირებულ საძინებელს, ერთ სრულ სველ წერტილს და კომფორტულ აივანს — საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ლისის ტბის გარემოზე. გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები.
ლისის ტბის რაიონი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, სიმწვანითა და ჯანსაღი ჰაერით — იდეალური ადგილი მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდეს, ბუნებასთან სიახლოვეს და ქალაქის ცენტრამდე მარტივ წვდომას. შესაფერისია როგორც პირადი საცხოვრებლად, ისე ინვესტიციად.