მხოლოდ ქართველებზე ქირავდება სტუდიოს ტიპის 2 ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა დიდ დიღომში, გუდვილთან.
შეზღუდვა: არ დაიშვება ცხოველი.
სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და ავეჯით. აივანზე გასასვლელი აქვს ორ ოთახს (სტუდიოს და საძინებელს) და გადაჰყურებს შიდა ეზოს. ქირავდება მინიმუმ 1 წლით.
კორპუსის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით და შემოსვლა შესაძლებელია დომოფონით. ხოლო ეზოში დამონტაჟებულია შლაგბაუმი. უბანი კეთილმოწყობილია და უზრუნველყოფილია ყველანაირი ტიპის მაღაზიით (სუპერმარკეტები, ხილ-ბოსტნეული, აფთიაქები, საოჯახო ქიმია, ტანსაცმლის სავაჭრო ცენტრი და ა.შ), სავარჯიშო დარბაზებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ბინას იდეალური მდებარეობა აქვს შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
- შავი ზღვის უნივერსიტეტი
- New Vision University
- ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი