Сдается 5 комнатная частный дом в мцхетский муниципалитет

Сдается 5 комнатная частный дом в мцхетский муниципалитет

112ID: 24903932
Сагурамо
7,463
160 м²
Площадь
5
Комната
3
Спальня
1
этаж
750 м²
Площадь двора

Краткое описание

თუ ეძებ ელეგანტურ, თანამედროვე დიზაინის მიხედვით აშენებულ და კეთილმოწყობილ, ადვილად მოსავლელ სახლს, სასიამოვნოს როგორც მაცხოვრებელთათვის, ისე, პრესტიჟულს სტუმრების მისაღებად, 5 ოთახიანს (პლუს სათავსო და ტექნიკური ოთახი) 750 კვადრატულ მიწაზე - აუზით, ბუხრით, ორი აბაზანით, ძვირადღირებული ავეჯით, სრული ტექნიკით და პანორამული ხედით კავკასიონზე, მაშინ მოგვწერე - 598 33 77 47 💬 WhatsApp

სახლი მდებარეობს უშუალოდ ცენტრალური, მოასფალტებული გზის პირას. ასე რომ, არ მოგიწევთ, არსად გადახვევა და არ გიწევთ ქვაღორღიანი გზით სახლამდე მისვლა, როგორც ეს საგურამოს სახლების უმრავლესობაში გვხვდება. ინფრასქტრუქტურა კარგად განვითარებული და გამართულია. სახლი მდებარეობს არაჩვეულებრივ ლანდშაფტში, თბილისის ეროვნული პარკის ზუსტად წინ.
საცხოვრებელი ფართია 160 კვადრატული მეტრი, ხოლო ეზო 750 კვადრატული მეტრი. სახლი უზრუნველყოფილია კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა ნივთით და სისტემით. სამზარეულო აღჭურვილია ყველაფრით, ტევადი, დიდი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩათვლით.
აქვს სამი საძინებელი, მათ შორის ერთი საკუთარი აბაზანითა და სველი წერტილით.
საცხოვრებელი სივრცე დიდი და ფართო ვიტრაჟებითა და კეთილმოწყობილი ლაუნჯით, ორგანულად ერწყმის გარე სივრცეს და გოლდენ ლეილენდ რაიდერებით ლამაზად გამწვანებულ ეზოს, სადაც ისარგებლებთ აუზით.
გარე სივრცის ზომა და დაგეგმარება იძლევა სტუმართა მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღების შესაძლებლობას. ეზო გარშემორტყმულია კაპიტალურად ნაშენები და დეკორატიულად გაფორმებული ღობით. ჭიშკარი მუშაობს ავტომატურ სისტემაზე პულტის მეშვეობით. მწვანე გაზონები და მცენარეები ირწყვება ავტომატური მორწყვის სისტემით. ეზო სრულად და კარგად არის განათებული. განათების სისტემა მუშაობს ავტომატურად (პროჟექტორები შებინდებისთანავე ირთვება), თუმცა შესაძლებელია მისი ხელით მართვაც.

სახლი უზრუნელყოფილია გათბობის იტალიური სისტემით, აბაზანისა და სამზარეულოს ძვირადღირებული ტექნიკით (BOSCH, SAMSUNG, PHILIPS) და სასადილოსა და ეზოს ძვირფასი ავეჯით (KARE). სახლი უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
ცივი და ცხელი წყალი არის მუდმივად, რადგან სახლს გააჩნია წყლის მიწოდების საკუთარი, ავტონომიური სისტემა.
სახლს აქვს პარკინგი სამი ავტომობილისთვის. გაზონის პერიოდული მოწესრიგებისთვის, სახლში დარჩება მაღალი დონის თვითმავალი დიდი ბალახის საკრეჭი. ასევე, ტრენაჟორი - სარბენი ბილიკი და ყველაზე დიდი ზომის, ძვირადღირებული ბატუტი სპორტული და გასართობი მიზნებისთვის.
მათთვის, ვისაც სურს სრული კომფორტი, ქალაქის დამღლელი რუტინისაგან გათავისუფლება და ამავდროულად თბილისთან ახლო და სწრაფ სატრანსპორტო კომუნიკაციაში ყოფნა, ეს სახლი ნამდვილად იდეალურია.
ქირავდება მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებში (მინიმუმ 1 წლით).
ფასი 2800$
მოგვწერეთ - 598 33 77 47 💬 WhatsApp

Дополнительные параметры

статус
Новостройка
состояние
С новым ремонтом
Тип проекта
Вилла
ზაზა
Собственник
Посмотреть все (1)
ზაზა
Собственник

Если информация в объявлении указана неверно, пожалуйтесь