ცაგარელის ქუჩაზე, საბურთალოზე, იყიდება 116 მ² ფართის ნათელი, ფართო და კომფორტული ბინა მიწისქვეშა საპარკინგე ადგილით, რომელიც შესულია ბინის ღირებულებაში.
ბინა მდებარეობს 5-ე სართულზე (6-დან) და არის მზად საცხოვრებლად.
(კორპუსი არის ლიფტის გარეშე).
ბინა გამოირჩევა პრაქტიკული დაგეგმარებით, ჰარმონიული სივრცით, კარგი განათებითა და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. შესაფერისია ოჯახისთვის ან წყვილისთვის.
განლაგება: – 2 საძინებელი (18კვ.მ და 14კვ.მ) – 1 მისაღები ოთახი (34 კვ.მ) – ცალკე სამზარეულო (17 კვ.მ) – იზოლირებული საგარდერობე ოთახი (6 კვ.მ) – 2 სველი წერტილი (ერთი აბაზანით, 6კვ.მ, მეორე – სტუმრის საპირფარეშო 2,5 კვ.მ) – 2 ორი პატარა აივანი, (1კვ.მ და 0,7 კვ.მ) - ბინაში რჩება ჩაშენებული ავეჯი (სამზარეული, საგარდერობე ოთახის კარადები).