იყიდება 120 მ² ბინა თბილისის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 46-50. ეს ფართო ბინა მდებარეობს ძველ, მყარად აშენებულ კორპუსში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში. კოსტავას ქუჩა გამოირჩევა შესანიშნავი ლოკაციით, საიდანაც მარტივად ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა – მაღაზიები, რესტორნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კულტურული ობიექტები. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ძველი აშენებულია, ბინას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გადაკეთდეს თანამედროვე საცხოვრებლად ან კომერციულ ფართად, თქვენი გემოვნებითა და საჭიროებების მიხედვით. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ ან საოფისედ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.