ქირავდება 4 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, ჟღენტი ბესოს ქუჩაზე! ბინაში დაგხვდებათ სამი მყუდრო საძინებელი, ნათელი მისაღები, კეთილმოწყობილი, იზოლირებული სამზარეულო და სველი წერტილი, რომლებიც სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით! ბინას აქვს ასევე დიდი ზომის ვერანდა.
ბესარიონ ჟღენტის ქუჩა გამოირჩევა სიმშვიდითა და სიმწვანით, თუმცა ამავდროულად ახლოსაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან. ფეხით სავალ მანძილზეა ყველა საჭირო ობიექტი: სუპერმარკეტები, აფთიაქები, სკოლები, ბაღები, კაფეები და რესტორნები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები ხელმისაწვდომია, რაც ქალაქის ნებისმიერ წერტილთან მარტივ კავშირს უზრუნველყოფს.