მუხრანში იყიდება 2 სართულიანი სახლი 275 კვადრატული მეტრი, პირველი სართული ახალი გარემონტებულია. მეორე სართული საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს, სახლს აქვს მარანი, საწნახელითა და სამი ჩაშენებული ქვევრით. გარდა აღნიშნული 2 სართულიანი სახლისა, ეზოში დგას ახალი აშენებული და ძალიან ხარისხიანი მასალით გარემონტებული, ე.წ. საქეიფო დარბაზი თავისივე ვერანდით, ბუხრებით, როგორც ვერანდაზე, ასევე დარბაზში. ეზოში ასევე დგას ახალაშენებული გარაჟი. არის სამი ჯიშის მსხმოიარე ვაზი. ეზი შემოღობილია ქვით, ძალიან მყარი და ასევე ვიზუალურად ძალიან ეფექტური ღობეა. ძალიან მყუდრო და მშვიდი გარემოა. იდეალური ადგილია როგორც საცხოვრებლად ასევე სააგარაკედ.