ქირავდება 3-საძინებლიანი, ნათელი, მყუდრო, წყნარი და ენერგოეფექტური ბინა, გოცირიძის მეტროდან დაახლოებით 7 წუთის სავალზე. ბინა განსაკუთრებით მოსახერხებელია 3 სტუდენტისთვის, რადგან თითოეულს შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი, დიდი და კომფორტული საძინებელი.
ბინის მთავარი უპირატესობები:
• 3 დიდი საძინებელი: პირველი საძინებელი — 20 კვ.მ, 2 დიდი ფანჯრით, მეორე საძინებელი — 18 კვ.მ, აივნით, მესამე საძინებელი — 25 კვ.მ, დიდი სათავსოთი.
• ნათელი და კარგად განიავებადი სივრცეები
• მშვიდი საცხოვრებელი გარემო
• ენერგოეფექტური ბინა
• სამზარეულოში შუშაბანდი
• გაშლილი ხედები
• ეზოში პარკინგის შესაძლებლობა
ლოკაცია ძალიან კომფორტულია ყოველდღიური ცხოვრებისთვის — ახლოსაა:
• მეტრო გოცირიძე
• სხვადასხვა ბრენდის აფთიაქები
• მარკეტები
• სკოლა
• ბაღი
• საავადმყოფო
პირობები:
• ბინა ქირავდება მინიმუმ 1 წლით
• მოთხოვნილია პირველი და ბოლო თვის ქირის გადახდა
• დამატებით საჭიროა 1 თვის ქირის ოდენობის ავანსი/დეპოზიტი
• ბინაში არსებული ავეჯი, ტექნიკა და ინვენტარი წინასწარ შეფასდება
მოიჯარის მიერ. მიყენებული ზიანის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება დეპოზიტიდან. თუ არაფერი დაზიანდა დეპოზიტის თანხა მოქირავნეს დაუბრუნდება უკან.
• ბუნებრივი ცვეთის შედეგად წარმოშობილი დაზიანებების პასუხისმგებლობას იღებს მეპატრონე
• ხელშეკრულება გაფორმდება ნოტარიულად
• შინაური ცხოველები არ დაიშვება
• თვეში ერთხელ, წინასწარი შეთანხმებით, განხორციელდება მეპატრონის ვიზიტი ბინის მდგომარეობის სანახავად
• თვეში ერთხელ სავალდებულოა გენერალური დალაგება, პროფესიონალი დამლაგებლის მიერ, რომელიც ერკვევა საწმენდი საშუალებების გამოყენების წესებში და არ დააზიანებს ინვენტარს. დასუფთავების კომპანია შეირჩევა შეთანხმებით.
• აუცილებელია მშვიდი საცხოვრებელი გარემოს დაცვა: საღამოს 10 საათის შემდეგ დაცული უნდა იყოს სიჩუმე და არ დაიშვება მაღალი ხმით მუსიკის ჩართვა
• მოიჯარეებმა თავი უნდა შეიკავონ ხშირი და ხალხმრავალი წვეულებებისგან, რათა არ შეწუხდნენ მეზობლები.
დამატებითი ინფორმაცია:
• კორპუსში ლიფტი არ არის