იყიდება პრემიუმ კლასის 1-საძინებლიანი ბინა „At Homes“-ის თანამედროვე კორპუსში, ვაჟა-ფშაველაზე, ოთარ ჭილაძის N9-ში, მეტრო „სამედიცინოსთან“ ახლოს.
ბინა სრულად გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალებით და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და კომფორტული დაგეგმარებით. აღჭურვილია მაღალი ხარისხის ავეჯითა და პრემიუმ კლასის ჩასაშენებელი ტექნიკით.
ბინაში დაგხვდებათ:
• Mides-ის ჩასაშენებელი ტექნიკა — მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გამწოვი, ქურის ზედაპირი, სარეცხი მანქანა და კონდიციონერი;
• უმაღლესი ხარისხის ჩაშენებული განათებები;
• აბაზანაში გამოყენებულია ესპანური გრანიტი;
• დამონტაჟებულია Vitra-ს ფირმის უნიტაზი და ბაჩოკი;
• პრემიუმ ხარისხის ონკანები 2-წლიანი გარანტიით.
კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია აფთიაქი და „აგროჰაბის“ სუპერმარკეტი, რაც ყოველდღიურ კომფორტს კიდევ უფრო ზრდის.
კორპუსი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ ლოკაციაზე — მეტროსთან, სავაჭრო და სასწავლო ობიექტებთან ახლოს. იდეალური ვარიანტია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.