სასწრაფოდ ! ! ! ვარ მეპატრონე !!!! განიხილება გაყიდვა და ბიზნეს შემოთავაზებაც !!!!!
საკადასტრო კოდი: 81.10.23.197
იყიდება თბილისის შემოვლით გზაზე 2 500 კვადრატი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. გასაყიდ ობიექტს აქვს საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე, რაც საინვესტიციოდ საკმაოდ მომგებიანს ხდის.
კერძოდ:
1) მიწა არის არასასოფლო სამეურნეო, რაც ძალიან დიდი პლიუსია.
2) მიწის შავი ფენა არის დამუშავებული და მოხრეშილი.
3) ეზოს აქვს ოთხივე მხრიდან თუნუქის ღობე.
4) ეზოს აქვს 5 ცალი 8 მეტრიანი განათების ბოძი.
5) ეზოს აქვს საკუთარი გასაგორიალებელი ჭიშკარი.
6) ცენტრალური გზიდან ეზომდე მისასვლელი გზა არის კაპიტალურად მობალასტებული, რაც საშუალებას იძლევა მძიმე ტექნიკის თავისუფლად გადაადგილებაზე.
7) ეზოს წინ დაახლოებით 900 კვადრატული მეტრი არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა, რაც მიწას აძლევს დამატებით მოხერხებულობას ლოჯისტიკურობის თვალსაზრისით.
8) ცენტრალური გზიდან პრაქტიკულად ეზომდე არსად მოხვევა არ უწევს ტექნიკას, პირდაპირ შედის ეზოში.
9) ობიექტზე დენი, წყალი, გაზი შემოდის უპრობლემოდ და შემიძლია პირველ ეტაპზე უზრუნველყოფა გაგიწიოთ.
10) ობიექტი არის სტრატეგიულ ადგილზე.
ადგილმდებარეობა არის საკმაოდ სტრატეგიულ ადგილზე და ეს ბოლო სურათზე საკმაოდ კარგად ჩანს. მიმდინარე წელს თბილისის შემოვლითი გზის პროექტი იწყება. ავტობანი თბილისისთვის იქნება მთავარი არტერია, რაც მოხერხებულს გახდის პრაქტიკულად ქალაქის ნებისმიერ ლოკაციაზე მიხვიდეთ იმაზე სწრაფად და მოხერხებულად ვიდრე დღეს არსებული ნებისმიერი გზით. მიწა გეზიდან არის სულ რაღაც 3,5 კილომეტრში და ავტობანიდან იქნება დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით. ფაქტობრივად შეგეძლებათ ძველი და ახალი შემოვლითი გზით ისარგებლოთ რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის მიწას ბიზნეს საქმიანობისთვის. იდეალური ადგილია სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობისთვის, ასევე მათ ვისაც სურს ტექნიკის სახელოსნოს გაკეთება. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე +995 598-488-100 გიორგი Whatsapp/viber.