ქირავდება 75 მ² ბინა თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა #26-ში. Axis Palace-ის ახალ აშენებულ კომპლექსში. ეს ახალი აშენებული, თანამედროვე დიზაინის ბინა მდებარეობს საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად უბანში, რაც უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრთან და ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან მარტივ წვდომას. ახლოსაა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კაფეები, სკოლები, უნივერსიტეტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.
ბინა გამოირჩევა ნათელი და ფართო სივრცეებით, მაღალი ხარისხის რემონტით და თანამედროვე კომფორტით. იგი მოიცავს ერთ მყუდრო საძინებელს, სტუდიოს ტიპის ნათელ მისაღებს სრულად აღჭურვილ სამზარეულოსთან ერთად, ერთ სრულფასოვან სველ წერტილს და აივანს სასიამოვნო ხედებით. აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემით და კონდიციონერით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ ტემპერატურას წლის ნებისმიერ დროს.
ეს არის იდეალური ვარიანტი მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან და კომფორტულ საცხოვრებელს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე