ვარ მესაკუთრე! განცხადება არ გადააკოპიროთ!
ვყიდი ლისზე ლოფტის ტიპის ნახევარსარდაფულ ბინას -85 კვ.მ ფართობით, (35 m2 ეზო) პირველ სართულზე, ხუთსართულიან ახალაშენებულ კორპუსში.
ბინაში განთავსებულია ერთი საძინებელი და ერთი დიდი სტუდიოს ტიპის სივრცე, სადაც გაერთიანებულია მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონა. მისაღები გამოირჩევა მყუდრო ატმოსფეროთი და ლამინირებული იატაკით, ხოლო ღია გეგმარება ქმნის კომფორტულ და თანამედროვე გარემოს.
ბინა სრულად აღჭურვილია ჩაშენებული ტექნიკითა და ჩაშენებული ავეჯით, რომელიც ბინაში რჩება. საძინებელს აქვს საკუთარი გარდერობის სივრცე. ამჟამად ფართი გამოიყენება საოფისედ და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.
ბინაში ასევე არის ტუალეტი/აბაზანა და საკუჭნაო სივრცე. დაცულია ჭიშკრითა და ღობით
დამატებითი უპირატესობაა 35 მ² ეზო, რომელიც ქმნის დამატებით კომფორტულ და მრავალფუნქციურ სივრცეს. ბინა თავისუფლდება მაისის ბოლოს.
იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საოფისე სივრცედ გამოსაყენებლად - მათთვის, ვინც აფასებს ლოფტის სტილს, სიმყუდროვესა და თანამედროვე დიზაინს.