ქირავდება 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე, სიმონ კანდელაკის ქუჩაზე, დასაწყისში, გაგარინის მოედანთან და სამედიცინოს მეტროდან 5 წუთის სავალზე, ახალაშენებულ კორპუსში. ბინაში არის მაღალი ხარისხის ავეჯი და ტექნიკა, კონდიციონერი, ორი ტელევიზორი, სამზარეულოში ჩაშენებული მიკროტალღური, ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ბინას აქვს დიდი მისაღები, ორი საძინებელი და საგარდერობე ოთახი. ბინას აქვს სამი აივანი სადაც გასვლა შესაძლებელია როგორც ორივე საძინებლიდან, ასევე მისაღებიდან. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია ბინის ვიდეოს გამოგზავნა.