ქირავდება 2 ოთახიანი ბინა Dream Town-ში, ქავთარაძის ქუჩაზე, ცენტრალურ საბურთალოზე.
ბინა არის ახალი გარემონტებული, სითი მოლის და გუდვილის მოპირდაპირე მხარეს. გარშემო 24/7 მაღაზიებით. კორპუსს ყავს დაცვა და კამერები.
შიდა სივრცე მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს, ერთ იზოლირებულ საძინებელს, თანამედროვე სამზარეულოს და მოწესრიგებულ სველ წერტილს. ბინას ასევე აქვს პატარა, მყუდრო აივანი, საიდანაც იშლება ქალაქის სასიამოვნო ხედი.