ვაქირავებ პრემიუმ კლასის ოროთახიანი აპარტამენტს ELT-კვარტალში, სასტუმრო კომპლექს RAINBOW residence-ში 2026 წლის 1 ივლისამდე.
აპარტამენტი არის მინიმალისტური დიზაინის, ამავე დროს უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით - ავეჯით, ცენტრალური გათბობით, საოჯახო ტექნიკით (მხოლოდ Bosch ტექნიკა), სმარტ-ტელევიზორით, Wi-Fi, კონდიციონერებით ორივე ოთახში, დიდი და ტევადი მაცივრით და ყველა საჭირო ნივთით სამზარეულოში.
აპარტამენტი არის კუთხის, ძალიან ნათელი, ულამაზესი ვიტრაჟებით და ჟალუზებით, მწერებისგან დამცავი ბადეებით, აივნიდან ზღვის ხედით. საწოლ ოთახში არის Queen ზომის საწოლი (160x200), ტევადი გარდერობი, ტუმბოები. მეორე ოთახში დიდი დივანის გარდა არის გასაშლელი დივანიც (105x200). შენობაში არის 24 საათიანი რესეპშენი, დაცვა, კამერები. პირველ სართულზე განთავსებულია კაფეები, აფთიაქი, მაღაზიები. შენობას აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი. აპარტამენტი ქირავდება თვეში 800 დოლარად, შესაძლებელია უფრო ხანმოკლედ გაქირავებაც, ამიტომ დამიკავშირდით!
ქირავდება მაქსიმუმ 3 ადამიანზე, ცხოველების გარეშე.
აპარტამენტში მოწევა აკრძალულია.