ქირავდება 180 კვ მ. ფართობის მქონე 5-ოთახიანი ძალიან მზიანი ბინა კოსტავაზე, უშუალოდ ვერის პარკთან- უნიკალური პანორამული ხედებით ყველა ოთახიდან როგორც პარკზე, ისე თბილისის ულამაზეს ისტორიულ უბნებზე. ბინაში არის 3 საძინებელი და და 3 აივანი, 2 სველი წერტილი, ბუხარი, გაკეთებულია ახალი კოსმეტიკური რემონტი, ჩაშენებულია ხის სამზარეულო ყველანაირი ტექნიკით, კონდიციონერები, ინტერნეტი, ტელევიზია, საგარდერობე ოთახი ჩაშენებული თაროებით. ბინა ცარიელია, დგას მხოლოდ ტახტი და ტექნიკა, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებლია ავეჯით კომპლექტაცია, ბინა მდებარეობს 2000-იან წლებში აშენებულ კორპუსში მე-14 სართულზე, ჰყავს ცოცხალი დაცვა, აქვს შლაგბაუმიანი ეზო პარკირების შესაძლებლობით, ვიდეომეთვალყურეობით, აქვს 2 ლიფტი. შესაძლებელია სარდაფისა და მიწისქვეშა გარაჟის ქირაობაც . კორპუსის 1 სართულზე განთავსებულია საბავშვო ბაღიც. გამოდგება როგორც საცხოვრებლად, ისე საოფისედ. ქირავდება მინიმუმ 1 წლის ვადით და ქირა შეადგენს 2200 დოლარს, 2 თვის წინასწარი გადახდით. ვარ მესაკუთრე.