სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ! 38 მ² ქირავდება ბენდუქიძის დასახლებაში — კერძო ოროთახიანი დუპლექსის ტიპის სახლი საკუთარი 20 მ² ეზოთი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პარკინგისთვის.
ბინა მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან ძალიან ახლოს და აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობა მთელ დასახლებაში — პირველივე კორპუსშია, აქვს ხედი გაჩერების მხარეს და ფაქტობრივად თავად დიდი დიღომის ბოლო გაჩერებასთან მდებარეობს. ასევე ახლოს არის სკოლა, ბაღი, აფთიაქი და მაღაზიები.
ბინა სრულად გარემონტებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი კომუნიკაციით: გათბობა, კონდიციონერები ორივე სართულზე ცალ-ცალკე, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ინტერნეტი.