ეს მყუდრო და მზიანი სტუდიოს ტიპის ბინა მდებარეობს თბილისის ცენტრში, სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე. ტერიტორია ძალიან კომფორტული და აქტიურია — ახლოს მდებარეობს სუპერმარკეტები, აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, კაფეები, სილამაზის სალონები და ყოველდღიური საჭიროების ყველა ობიექტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტივად ხელმისაწვდომია, რაც ქალაქში გადაადგილებას ამარტივებს.
ბინა არის ახლად გარემონტებული, სუფთა და კომფორტული, მოწყობილი ისე, რომ სტუმრებმა თავი იგრძნონ ისე, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის სტუდიოს ტიპის სივრცე, რომელიც მოიცავს საძინებელ ზონას - ძალიან კომფორტული, მაღალი ხარისხის მატრასით, ასევე დივანს, რომელიც მარტივად იშლება და ორ სტუმარზეა გათვლილი.
ბინას ასევე აქვს მზიანი კაბინეტი, სამუშაო სივრცე - მაგიდითა და სკამით. და მოსასვენებელი სივრცე, რომლის ტახტიც იშლება და შესაძლოა დასაძინებლად გამოყენებაც.
სამზარეულო სრულად არის აღჭურვილი საჭორო და ხარისხიანი ტექნიკით, სამზარეულოს ინვენტარითა და ჭურჭლით.
ბინას აქვს პატარა აივანი რომელიც უყურებს ცაგარელის ქუჩას.
ბინაში არის ცენტრალური გათბობა და კონდიციონერი, რაც უზრუნველყოფს კომფორტს წლის ნებისმიერ სეზონზე, ასევე ორი Wi-Fi ქსელი სწრაფი და სტაბილური ინტერნეტისთვის.
კორპუსი არის ძველი აშენებული, მაგრამ ბინა არის ახალი გარემონტებული და ჩიპზე მომუშავე დაცული შესასვლელით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.
ეს ბინა იდეალური არჩევანია სტუმრებისთვის, რომლებიც ეძებენ ცენტრალურ ლოკაციას, კომფორტს, და ქალაქში ცხოვრების მარტივ ხელმისაწვდომობას.
სამეზობლო
ბინა მდებარეობს თბილისის ძალიან კომფორტულ და განვითარებულ უბანში. კორპუსი ოდნავ მოშორებულია მთავარ გზას, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმყუდროვეს და ნაკლებ ქუჩის ხმაურს. იგი ესაზღვრება ორ ქუჩას —მიცკევიჩს წინა მხრიდან და ცაგარელს უკანა მხრიდან, რაც ორივე მხრიდან მარტივ მისვლას უზრუნველყოფს.
სამეზობლო ძალიან კომფორტულია ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ფეხით სავალ მანძილზე განთავსებულია ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიები, აფთიაქები, სუპერმარკეტები, მათ შორის კარფური, სილამაზის სალონები, სუფთა სახლი, სავაჭრო ცენტრი - აქსის. უკანა ქუჩაზე მდებარეობს საბავშვო ბაღი, რაც უბანს მშვიდ და საცხოვრებელ გარემოს სძენს.
კორპუსს აქვს ჩიპზე მომუშავე დაცული შესასვლელი და უფასო ლიფტი. კორპუსის წინ მდებარეობს კერძო ეზო, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ავტომობილის გაჩერება ბარიერით დაცულ პარკინგზე.
შოპინგისა და გართობისთვის, City Mall, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, მანქანით დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
საერთო ჯამში, ეს უბანი იდეალურად აერთიანებს ცენტრალურ ლოკაციას, კომფორტს, უსაფრთხოებას და ყველა საჭირო სერვისზე მარტივ ხელმისაწვდომობას
📆 ქირავდება ორი თვის წინასწარი გადახდის პირობით
📲 დეტალური ინფორმაციისთვის და ბინის სანახავად დაგვიკავშირდით:
✅ WhatsApp | ✅ Viber | ✅ Telegram
🌍 GEO | ENG | RUS
📞 საკონტაქტო: 511 13 85 61 – ანა