შარტავაზე, თეთრი კვადრატის კომპლექსში, იყიდება 5 ოთახიანი ბინა, 3 საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო, გამოყოფილი მისაღები ჰოლი, სასტუმრო დიდი ოთახი, 2 აივანი, 2 სველი წერტილი. ბინა არის კუთხის, გამჭოლი და ყველა ოთახში ხვდება მზის სინათლე. ფანჯრებს არ ეფარება არაფერი, ერთმხარეს მოჩანს გაგარინის მოედანი, მეორე მხარეს - ოთახებიდან ხედი ქალაქზე მტკვრის მხარეს. ბინა არის მე-5 სადარბაზოში, სადაც სართულზე განთავსებულია სულ 2 ბინა და ემსახურება 2 ლიფტი. ლიფტის წინ დაახლოებით 15 კვადრატი არის 2 ბინის საერთო სარგებლობაში. კიბე ცალკე იზოლირებულია. ბინასთან ერთად შესაძლებელია გაიყიდოს მინუს ერთ სართულზე მდებარე ავტოპარკინგი 16 კვმ , ფასი შეთანხმებით. რემონტის დაწყება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საცხოვრებელ კომპლექსში არის მრავალრიცხოვანი კომერციული ბრენდული ობიექტები.