სასწრაფოდ
იყიდება 2-ოთახიანი, გარემონტებული ბინა ისანში, ნადირაშვილის ქ. 22-ში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში.
სართული: 21 | ფართი: 50 მ²
ბინა არის თანამედროვე სტილში გარემონტებული, ნათელი და ენერგოეფექტური, იდეალური როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
გეგმარება ფუნქციურად არის მაქსიმალურად ათვისებული — ინდივიდუალური საძინებლის გარდა, დამატებით მოწყობილია მეორე იზოლირებული სივრცე მეტალის გამჭოლი ტიხრით, რომელიც სრულფასოვან საძინებლად გამოიყენება.
ბინას აქვს ცენტრალური გათბობა, მაღალი ხარისხის თბოიზოლაცია და გამოირჩევა დაბალი კომუნალური ხარჯებით (ზამთარშიც კი მინიმალური გაზის გადასახადი).
ბინაში რჩება:
• ჩაშენებული ავეჯი: სამზარეულო, შემოსასვლელისა და საძინებლის კარადები
• დანარჩენი ავეჯი: დივანი, მაგიდა/სკამები, საწოლი მატრასით, სავარძელი, კოსმეტიკის მაგიდა, ხის თაროები
• მსხვილი ტექნიკა: კონდიციონერი, ტელევიზორი, გაზქურა (დამატებით ელექტრო ქურით), გამწოვი, სარეცხის მანქანა, მაცივარი
დირსის კომპლექსი გამოირჩევა განვითარებული ინფრასტრუქტურით — ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, მარკეტები და კვების ობიექტები; მიმდებარედ მდებარეობს სკოლები.
მტკვრის სანაპიროზე მოწყობილია რეკრეაციული ზონა, სკვერებითა და დასასვენებელი სივრცეებით.