ქირავდება 60 მ² ბინა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. წინამძღვრიშვილის ქუჩა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური და მოთხოვნადი უბანია, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიული ხიბლით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობით. აქედან მარტივად მოხვდებით ქალაქის ნებისმიერ წერტილში. ახლოსაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და ცნობილი დეზერტირების ბაზარი, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და მრავალფეროვან ყოველდღიურობას.
ბინა არის ძველ აშენებულ კორპუსში, თუმცა ახალი გარემონტებული და სრულად აღჭურვილია ყველაფრით, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო. შედგება 2 ოთახისგან: ნათელი მისაღები ოთახი, ერთი იზოლირებული საძინებელი, ცალკე სამზარეულო და სველი წერტილი. ასევე აქვს პატარა აივანი, საიდანაც ქუჩის ხედი იშლება. აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით, ყველა საჭირო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, გამწოვი), ცენტრალური გათბობის სისტემით და კონდიციონერით. იდეალურია წყვილისთვის ან ერთი ადამიანისთვის, რომლებიც ეძებენ მყუდრო და ფუნქციურ საცხოვრებელს ქალაქის გულში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. 2 თვის წინასწარი გადახდით