ქირავდება ახალაშენებულ კორპუსში მდებარე, ახლად გარემონტებული და უცხოვრებელი ბინა იმედის კლინიკასთან.
ბინა არის 63 კვ.მ, არასტანდარტული პროექტის, 3-ოთახიანი, ორი საძინებლით, სტუდიო ტიპის მისაღებით. მდებარეობს 10-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე.
ბინა სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით: კონდენციონერი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. აქვს ცენტრალური გათბობა.
ბინას აქვს ორი აივანი, მათ შორის ერთი არის ფრანგული აივანი მისაღებ ოთახში.
კორპუსს აქვს დაცული შესასვლელი.