იყიდება 87.1 მ² ბინა ორი საძინებლით, მონოლით გრინ სითი ორთაჭალაში.
ბინა არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რაც საშუალებას გაძლევთ, საკუთარი გემოვნებით დაგეგმოთ და მოაწყოთ ინტერიერი. ვიტრაჟებისა და დიდი ფანჯრების დამსახურებით ბინა არის ძალიან ნათელი. მშენებლობა დასრულებულია, ხალხი უკვე შესახლებულია ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ სარემონტო სამუშაოები.
ლოკაცია იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს და სუფთა ჰაერს, თუმცა ამავდროულად სურს ქალაქის ინფრასტრუქტურასთან ახლოს ყოფნა. მიმდებარედ განვითარებულია სატრანსპორტო ქსელი, არის მაღაზიები, აფთიაქები, სკოლები და ბაღები, რაც ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. შენობა დაპროექტებულია თანამედროვე არქიტექტურული სტილით, დაგეგმილია გამწვანებული ეზო, აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, კაფეები, მოხერხებული პარკინგი.