იყიდება კერძო სახლი სანზონაში, ბჟოლეთის ქუჩაზე, მყუდრო სამეზობლოში.
სახლი არის სამ სართულიანი, 475 მ² ფართობით.
პირველ სართულზე არის დიდი მისაღები ოთახი, სადაც არის ფუნქციონალური ბუხარი და სივრცე ბარისთვის.
მისაღები ოთახის უკან არის სამზარეულო და ერთი სველი წერტილი, სამზარეულოს უკან არის საწყობი და საწყობის უკან მარანი.
პირველ სართულს აქვს პატარა დახურული აივანი.
მეორე სართულზე არის 4 საძინებელი, ერთი დიდი ოთახი, რომლის ნებისმიერი ფუნქციით გამოყენებაა შესაძლებელი, ასევე არის ოთახი - გარდერობი.
მეორე სართულის აივნიდან არის ხედი მტკვრის სანაპიროზე.
მანსარდა არის შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც იდეალურ შესაძლებლობას გაძლევთ ის თქვენი სურვილის მიხედვით მოაწყოთ, ასევე არის შესაძლებლობა, მანსარდას დაუმაატოთ 50 მ² ფართობის ღია ვერანდა უკანა მხარეს, ხოლო წინ აქვს აივანი.
სახლი მდებარეობს ჩიხში, 500 მეტრში არის ავტობუსის გაჩერება, მარკეტი და ხილ-ბოსტანი. 1კმ-ში არის სკოლა, ბაგა-ბაღი და პარკი.
სახლის წინ ძალიან მარტივად შეგიძლიათ რამდენიმე მანქანის დაპარკინგება.