საცხოვრებელი სახლი არის 4 სართულიანი. განშლა გაკეთებულია და შეგიძლიათ იხილოთ სუფთა ამონაწერი რეესტრიდან. საპარკინგე ადგილის ფასია 10 000 $. ავტოფარეხი განთავსებულია 0.00 ნიშნულზე. პირველი სართულის სიმაღლე ქუჩის ნიშნულიდან არის 3 მეტრის სიმაღლეზე. შენობა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ფასადზე გამოყენებულია ავსტრიული ბრენდის ფუნდერმაქსის პანელები. ყველა კომუნიკაცია მოეწყობილია გეგმარების მიხედვით, მხოლოდ ელ. სადენი არის შეყვანილი ბინაში დაქსელვის გარეშე. გარე პერიმეტრზე გამოყენებულია თბოეფექტური იტონგის ბლოკი, რომელზეც დამატებით მოეწყობილია 5 სმ EPS. სახურავზე გამოყენებულია 15 სმ PENOPLEX, ხოლო პარკინგის გადახურვის ფილაზე 10 სმ PENOPLEX დამატებითი თბოეფექტურობისთვის. ვიტრაჟების პროფილები არის შესრულებული მაღალი სიმტკიცის 64-იანი ალუმინისგან. შიდა ეზო და ქუჩიდან შესასვლელი თავისუფალი სივრცეები გამწვანდება იტალიური ნერგებითა და ბუჩქებით. მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთების სამუშაოები. გეგმარებები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოებში.