ქირავდება 3-ოთახიანი ბინა საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე (შავგულიძე), ავტობუსის გაჩერებასთან.
ბინა მდებარეობს 18-სართულიანი კორპუსის 12-ე სართულზე, კორპუსში ფუნქციონირებს 2 ლიფტი. ბინა არის სუფთად გარემონტებული, ნათელი და მზიანი, ხედებით წყნეთისა და ნაფეტვრების მიმართულებით.
🛋 სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით:
ჩაშენებული გაზქურა, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხის მანქანა, მტვერსასრუტი, ჭურჭელი და ქვეშაგები — ბინა მზადაა საცხოვრებლად.
📍 იდეალური ლოკაცია — ტრანსპორტთან და ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს.
ტელ: 555 409 543