ქირავდება ნათელი, ფართო და კომფორტული ბინა ახმეტელის თეატრის მიმდებარედ, საცურაო აუზ „ბლექსის“ კორპუსში, 13-ე სართულზე, 14-სართულიან საცხოვრებელ სახლში.
ბინის საერთო ფართობია 118 კვ.მ და იდეალურადაა განაწილებული კომფორტული ცხოვრებისთვის. ბინა მოიცავს 3 ოთახს — ორ მყუდრო საძინებელს, მისაღებ ოთახს და 28 კვ.მ ფართობის სტუდიოს ტიპის სივრცეს. არასტანდარტული განლაგება ბინას განსაკუთრებულ ხასიათსა და თანამედროვე სტილს სძენს.
ორივე საძინებელს აქვს საკუთარი აივანი, ხოლო დამატებით ბინას გააჩნია 25 კვ.მ ღია ვერანდა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ქალაქზე.
კორპუსის კეთილმოწყობილ ეზოში განთავსებულია საპარკინგე ადგილი, საბავშვო ბაღი, საცურაო აუზი, მარკეტი და ფეხბურთის მოედნები, რაც საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.
ბინა იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე მათთვის, ვინც ეძებს მშვიდ, უსაფრთხო და განვითარებულ გარემოში ცხოვრებას.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე: 593 797385