ეს არის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 5 981 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთით, სადაც განაშენიანებულია თხილის პლანტაციები. სახლის პირველ სართულზე ჩასმულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ხოლო მეორე სართულზე ჩასატარებელია სარემონტო სამუშაოები, რაც გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი გემოვნების შესაბამისად მოაწყოთ ის.
სახლის და მიწის ნაკვეთის მდებარეობა საინტერესოა, რადგან მას ესაზღვრება სტადიონი, რომელსაც თავის მხრივ მიუყვება მდინარე ჯუმი და ტყე.
მოკლედ, სულ რაღაც რამდენიმე წუთში შეგიძლიათ განერიდოთ ხმაურიან ქალაქს და მოხვდეთ ლამაზ და მშვიდ ადგილას.