ქირავდება 85 მ² ახალაშენებული ბინა წყნეთის გზატკეცილზე, ნომერ 23-ში. ეს არის იდეალური ადგილი მათთვის, ვისაც სურს იცხოვრო, სუფთა ჰაერზე, მაგრამ ამავდროულად ქალაქის ცენტრთან ახლოს.
ბინა არის ნათელი და ფართო, შესრულებულია თანამედროვე დიზაინით და უმაღლესი ხარისხის მასალებით. იგი მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს ინტეგრირებული სამზარეულოთი, ორ კომფორტულ საძინებელს და ერთ თანამედროვე სველ წერტილს. ყველა ოთახი არის მზიანი და უზრუნველყოფს მყუდრო საცხოვრებელ გარემოს.
ბინას აქვს ორი აივანი.პარკინგის უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ყველა სტანდარტით.. წყნეთის გზატკეცილი გამოირჩევა თავისი ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების წესს. ახლოსაა სუპერმარკეტები, აფთიაქები, სკოლები და საბავშვო ბაღები.
ბინა გახლავთ შესანიშნავი არჩევანი მათთვის , ვინც აფასებს კომფორტს, სიმშვიდეს და ბუნებასთან სიახლოვეს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.