იყიდება ბინა სამგორში, ქვედა სამგოროს მეტროდან 5 წუთის სავალზე, ახლად დასრულებულ კორპუსში. ახლოს არის ნავთლუღის ბაზართან, ახალ სავაჭრო მოლთან, აფთიაქებთან, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან. უბანი ცენტრალური გზატკეცილიდან 100 მეტრითაა დაშორებილი, რაც უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს.
ბინა შევიძინე ჩემთვის, საცხოვრებლად. ამიტომ, რემონტისას გამოყენებული მასალა - გათბობისა და სანტექნიკის მილები, ქვაბი, ტექნიკა, ხის კარები, აბსოლიტურად ყველაფერი შევარჩიე პირადად, გამოცდილი ხალხის რჩევით და მაღალი ხარისხის.
ბინა არის ნათელი, სამხრეთის, მთების ხედით. ძალიან თბილი და მყუდრო. ბინის გეგმარებაზეც ბევრია ნაფიქრი რომ მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო, საცხოვრებლად. სრულიად შევცვალე ტიხრები. საძინებელში არის საგარდერობე ოთახი, მისაღები კი საკმაოდ დიდი და კარგად ათვისებადი.
ბინაში რჩება შეძენილი ტექნიკაც, სურათებში არ ჩანს, კონდინციონერი, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა. ერთი სიტყვით, მზადაა საცხოვრებლად