ვაკეში ქირავდება ახალი, უცხოვრებელი 65 კვ.მ ბინა.
ბინა სრულიად ახალია და აქამდე არავის უცხოვრია — თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამ სივრცეს საკუთარ ენერგიას და ყოველდღიურობას შემატებს. ინტერიერი შექმნილია დიზაინერის მიერ — მშვიდი, თბილი და დახვეწილი დეტალებით.
ლოკაცია ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია ვაკეში:
📍 150 მ — ვაკის ჩოგბურთის კორტები და Oktopus Vake
📍 200 მ — Paul
📍 300 მ — Oktopus Mziuri
📍 350 მ — მზიურის პარკი
📍 800 მ — ჭავჭავაძის გამზირი
კორპუსს აქვს ძალიან დიდი, მწვანე და მშვიდი ეზო — იშვიათი სივრცე ქალაქის ამ ნაწილში. წინასწარ პირველი და ბოლო თვის გადახდით.