არქი დიღომი 3 C ბლოკი დიდი დიღმის მრავალფუნქციური, თანამედროვე კომპლექსის ახალი, 23-სართულიანი, რიგით მესამე საცხოვრებელი სახლია.
პროექტი გამოირჩევა დახვეწილი ექსტერიერით და კეთილმოწყობილ ლობის მოიცავს.
არქი დიღომი 3-ის 7 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოში საბავშვო და ორი სპორტული მოედანი განთავსდება, რაც არქელებს შესაძლებლობას მისცემს განიტვირთონ, ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვდნენ, ხოლო პატარა არქელებმა დრო სახალისოდ და სასიამოვნოდ გაატარონ.
საცხოვრებელი კომპლექსის თითოეული ბლოკის მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მასალები გამოიყენება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.