ფილიგრინი არის ექსკლუზიური, 80 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე. კორპუსში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხალხი შესახლებულია. სახლი არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით. სახლის გარე და შიდა კედლები აშენებულია ენერგოეფექტური YTONG-ის ბლოკით. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს და უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას. სახლში დაყენებული ალუმინის ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარაც ენერგოეფექტურია.