იყიდება ნათელი და კომფორტული ბინა გლდანი-ში - ხარისხიანი რემონტით, სრულად კეთილმოწყობილია ჩაშენებული ავეჯით (დამზადებულია მაღალი ხარისხის ავსტრიული MDF-ით), ასევე ბინაში რჩება საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ბინას აქვს ორი საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო და აივანი. სრულად შეცვლილია სანტექნიკა და გაყვანილობა.
ბინა მდებარეობს მშვიდ და კეთილმოწყობილ უბანში, რომელიც იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე გასაქირავებლად.
ახლოსვეა სკოლა და საბავშვო ბაღი, ხოლო შენობას ესაზღვრება გამწვანებული და კეთილმოწყობილი პარკი - საუკეთესო გარემო ბავშვებისთვის და ყოველდღიური დასვენებისთვის. მახლობლად ხელმისაწვდომია ყველა აუცილებელი ობიექტი: საცხობი, აფთიაქი, მაღაზიები და სხვა მომსახურება.
ბინა გამოირჩევა ლამაზი ხედითა და მყუდრო ატმოსფეროთი, ამასთან აქვს დიდი ეზო, რაც გამორიცხავს პარკირების პრობლემას.