🏡 იყიდება პრემიუმ კლასის უცხოვრებელი, ახალგარემონტებული ბინა მუხიანში, „არქი იასამნების“ კომპლექსში, ულამაზესი პანორამული ხედებით. ბინა შესრულებულია უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიური მასალებით და გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი ინტერიერით. სრულად არის მოწყობილი შეკვეთით დამზადებული ავეჯით და იყიდება ყველაფრით, რაც ფოტოზეა წარმოდგენილი. აქვს 1 აივანი გარე სათავსოთი, ვიტრაჟული ფანჯრები ორივე ოთახში და არის მზიანი და თბილი. მდებარეობს კომფორტულ ლოკაციაზე — მეტრო ახმეტელთან ახლოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებთან წვდომით. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.