იყიდება გარემონტებული 3 ოთახიანი ბინა ავეჯით კინორის კორპუსში 13(17). ყველა ოთახი არის პირველადი განათებით, აქვს ფანჯარა და გასასვლელი კარი აივანზე. იატაკზე დაგებულია გერმანული ლამინატი, სააბაზანო მოპირკეთებულია ესპანური კაფელით, დამონტაჟებულია აბაზანა. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის ქვაბი და სექციური, ულამაზესი, შავი ფერის რადიატორები. სამზარეულო აწყობილია ავსტრიული ლამინატით, ჩაშენებულია ორკარიანი მაცივარი. რჩება ასევე სარეცხის მანქანა და ყველაფერი რაც სურათებზე ჩანს, ტელევიზორის ჩათვლით. სურათებში არ ჩანს ასევე საძინებლის ახალი, დიდი კარადა, შემოსასვლელში ფეხსაცმლის კარადა. დაფიქსირებულია მაღალი ხარისხის ჩამრთველები. სადარბაზო კეთილმოწყობილია და არის 2 ლიფტი. ეზოში არის საპარკინგე სივრცე.