იყიდება ბინა პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში — ძველი თბილისის ცენტრში, იუსტიციის სახლისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარედ. ბინა არის ნაწილობრივ ახალგარემონტებული (განახლებულია კორიდორი, სამზარეულო და აბაზანა), გამოირჩევა მაღალი ჭერით — 4.2–4.3 მ, რაც ანტრესოლის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა.
ბინას აქვს 2 დამოუკიდებელი შესასვლელი, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ორ დამოუკიდებელ ბინად გადაკეთება. ასევე შესაძლებელია 5 ან 6-ოთახიანი განლაგების მოწყობა. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული ან საინვესტიციო მიზნებისთვის. ჩატარებულია სრული გამაგრებითი სამუშაოები.