იყიდება მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, პრესტიჟულ და მშვიდ გარემოში, ულამაზესი პანორამული ხედით თბილისზე. ნაკვეთი მდებარეობს სწორ, მოსახერხებელ რელიეფზე, რაც იდეალურ პირობებს ქმნის როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე საინვესტიციო პროექტისთვის.
ყველა საჭირო კომუნიკაცია (წყალი, ელექტროენერგია, გაზი) ახლოსაა და მარტივად მისაწვდომია. ნაკვეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს სამშენებლო კომპანია „მეტროპოლისის“ მიმდინარე პროექტი, რაც დამატებით ზრდის ტერიტორიის საინვესტიციო მიმზიდველობას.
იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქალაქთან ახლოს, საუკეთესო ხედებით.